среда, 4 ноября 2009 г.

ჩემი სოფელი

1.პროექტის სახელი: ჩემი სოფელი

2. პროექტის მოკლე აღწერა: მონაწილეები იკვლევენ თავიანთი სოფლის ისტორიას.

3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან თავიანთი სოფლის ისტორიულ-გეოგრაფიულ მდებარეობას, მის ისტორიულ წარსულს, სიძველეებს, ადათ-წესებს ძველად და ახლა, თქმულებებს, ლეგენდებს,გავრცელებული გვარების წარმოშობის ისტორიას.ცნობილ ადამიანებს, რომლებიც მათ სოფელში დაიბადა, ცხოვრობდა ან ცხოვრობს. შეისწავლიან მუზეუმში დაცულ მასალებს მათი სოფლის ისტორიასთან მიმართებაში. გამოიკვლევენ სოფლის სამეურნეო-ეკონომიკურ მდგომარეობას უწინ და ახლა. გადაიღებენ სურათებს, გააკეთებენ ალბომებს. მოპოვებულ ინფორმაციას განათავსებენ ინტერნეტში. ერთმანეთს გააცნობენ თავიანთ ნაშრომებს. გაესაუბრებიან სოფლის უხუცეს ადამიანებს. 4.მონაწილეთა ასაკი: IX-XI კლასები.
5. ვადების ხანგრძლივობა: 4 თვე.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: დისკუსიის გამართვა სოფლის შესახებ მოძიებულ მასალაზე. პრეზენტაციები, რუკის შექმნა, სურათების გადაღება,ბლოგის აწყობა.
7. მოსალოდნელი შედეგები(პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას): ფოტოები, ჩანაწერები, ინტერვიუები, ბლოგები, გზაგამკვლევი.
8.სარგებელი სხვებისთვის: გააცნობენ თანატოლებს შექმნილ მასალებს, გამოუმუშავდებათ საკუთარი მხარის, სოფლის სიყვარული, ეცდებიან რაიმე სასარგებლო გააკეთონ მისთვის.
9. სამუშაო ენა: ქართული.
10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
11. საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია, გეოგრაფია. ინტერნეტში არსებული შესაბამისი რესურსების გამოყენება, კომპიუტერთან მუშაობის ტექნიკის დახვეწა.
12. პროექტის ფასილიტატორის ვინაობა: მარი ნერგაძე, ქ. ქუთაისის N 37-ე საჯარო სკოლის ისტორია-სამოქალაქო განათლების პედაგოგი.
13. პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა: marinergi@gmail.com.
14. პროექტის ფორუმი:
15. პროექტის ვებ-გვერდი/ ბლოგი: http://projectchemisofeli.blogspot.com/